Sunday, 23 April 2017

მეცხრე დღე

წარვადგინე  ჩემი პროექტის გეგმა. მივიღე რეკომენდაციები და შენიშვნები კოლეგებისგან,რომელთა გათვალისწინებით ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა. საბოლოოდ გადავავლე თვალი მოსწავლეთა ნამუშევრებს და ასევე მითითებები მივეცი ჩემს კოლეგებს.
საერთო ჯამში ტრენინგი მომეწონა,ტრენერი მიზანმიმართულად და ორგანიზებულად ატარებდა ტრენინგებს,თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტრენინგს ზედმეთი დრო დაეტმო და სესაძლებელი იყო უფრო მოკლე დროში ჩატეულიყო მასალა.

Sunday, 9 April 2017

მერვე დღე

დღეს განვაახლე პროექტის გეგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები. შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტისთვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო.კიდევ ერთხელ განვიუხილე პროექტის შეფასების კრიტერიუმები. ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

Saturday, 8 April 2017

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, გავეცანი დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს,  შევადგინე დიფერენცირებული სწავლების ტიპები ჩემი პროექტისთვის.
გავეცანი უკუკავშირის მიცემის ხერხებს და მეთოდებს. შევარჩიე ტექნიკური და პროგრამული საშუალებები. მომეწონა წერითი დავალების შესწორების  ელექტრონული საშუალებები, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. 

Sunday, 2 April 2017

მეოთხე დღე

დავხვეწე პროექტის საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, ვიმსჯელე შეფასების მეთოდებსა  და ფორმებზე.

მომეწონა და ჩავინიშნე შეფასების მრავალფეროვანი  ფორმები. ჩამოვაყალიბე საკვანძო კითხვები. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ პრაქტიკაში. მსურს კიდევ ამომწურავად გავეცნო პროექტის ეტაპებს.

მეექვსე დღე

დავიწყე პროცედურების დაწერა. გავაანალისე ზოგადი კითხვები, ჩამოვაყალიბე პროცედურები აქტივობების მიხედვით. გავაკეთე პროექტის პროცედურების პირველი კვირის  მონახაზი. შევუსაბამე შეფასების დროის ჩარჩოს და სტანდარტებს. ვისწავლე ვიდეოფაილების მოძებნა და გადმოწერა. მომეწონა ვიდეოების გადმოწერის პრაქტიკული რჩევები, რასაც გამოვიყენებ, როგორც პროექტში, ასევე საგაკვეთილო პროცესში.

Saturday, 1 April 2017

მეხუთე დღე




გავეცანი საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვით გადმოვწერე სურათები შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე. ტრენინგის ეს დღე საინტერესო  და ნაყოფიერი იყო  პრეზენტაციის გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.  მასალა საინტერესოდ და გასაგებად იყო მოწოდებული.